,,შურს ვიძიებთ ყველა მსხვერპლისთვის”- აზოვის პოლკი განცხადებას ავრცელებს

2014 წლის 13 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა  ქალაქი მარიუპოლი პრორუსი ტერორისტებისგან გაათავისუფლეს. აზოვის პოლკი ამ თარიღთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

,,რვა წლის წინ აზოვის პოლკმა გაათავისუფლა მარიუპოლი. ყოველწლიურად ქალაქი აღნიშნავდა ამ დღეს. დღეს მარიუპოლში არ არის დღესასწაული და არც ჩვენ მასთან ერთად, მაგრამ აზოვი ცოცხალია და ქალაქი იცხოვრებს.
შურს ვიძიებთ ყველა მსხვერპლისთვის, თითოეული დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის, რომელიც რუსეთმა „გათავისუფლებით“ შეურაცხყო. პუტინი ფიქრობს, რომ “აზოვი” აზოვის ნანგრევების ქვეშ რჩება.

მაგრამ აზოვი ახლა მთელი ქვეყანაა. აზოვი მარიუპოლს დააბრუნებს. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკრაინის ყველა ქალაქი და სოფელი არ განთავისუფლდება ოკუპანტებისგან,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები