,,ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ჩაშალოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება.  პაპუაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ, არის შეტევა საქართველოს ევროპულ მომავალზე.

„ზუსტად ასეთ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, როცა ვამბობთ, რომ ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ჩაშალოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ვინაიდან ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ, არის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროპული მომავლის დისკრედიტაციისკენ. ნებისმიერი ასეთი დამოკიდებულება თუ შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, არის შეტევა საქართველოს ევროპულ მომავალზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ სასამართლო სისტემაში დასაქმებული პირების სანქცირება მოითხოვა.

მსგავსი თემები