,,მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით დადგეს”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით არ დადგება. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ყველა მნიშვნელოვან მომენტში, თავისთვის სასარგებლო  აქტივი გამოადნოს.

,,რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადასვლა-გადმოსვლას, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ყველა მნიშვნელოვან მომენტში ცდილობს, რომ თავისთვის სასარგებლო რაღაცა პოლიტიკური, შიდა პოლიტიკური აქტივი გამოადნოს. მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით დადგეს, რომელსაც ებრძოდა წლების მანძილზე. შეწყალების ნაწილთან მიმართებაში, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და დისკრეცია, მე არ ვიცი სალომე ზურაბიშვილი რას იზამს, ფეისბუქზე დაასტატუსა არა და არასდროს”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი თემები