,,რატომ არ დაიკეტა საჰაერო სივრცე, რატომ არ მოგვაწოდეს იარაღი ამ შემოჭრამდე და რატომ არ დააწესეს პრევენციული სანქციები”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დასავლეთს მისთვის, რომ მოესმინა უკრაინას მეტი შანსი ექნებოდა, შეეჩერებინა რუსეთის ფედერაციის შემოჭრა. ზელენსკის თქმით, არსებობს კითხვებით, თუ რატომ არ დაიკეტა საჰაერო სივრცე და არ დაწესდა  პრევენციული სანქციები რუსეთის პრეზიდენტის გასაფრთხილებლად.

„ჩემი რომ გაეგონათ, უკრაინას მეტი შანსი ექნებოდა, შეეჩერებინა რუსეთის ფედერაციის შემოჭრა. სიგნალები, რომლებსაც იხსენებთ, ყველა განსხვავებული იყო. თუ ყველაფერი ასე იყო, თუ ყველამ გააფრთხილა უკრაინა, რომ ხვალ იქნება სრულმასშტაბიანი შემოჭრა, ისმის კითხვა – რატომ არ დაიკეტა საჰაერო სივრცე, რატომ არ მოგვაწოდეს იარაღი ამ შემოჭრამდე და რატომ არ დააწესეს პრევენციული სანქციები რუსეთის პრეზიდენტის გასაფრთხილებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები