,,არსებობს ცრუ მოლოდინების შექმნის დიდი რისკი”- პორტუგალიის პრემიერი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის ანტონიუ კოშტას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ცრუ მოლოდინებს უქმნის. კოშტას თქმით, საჭიროა ნაკლები სამართლებრივი დებატები და მეტი პრაქტიკული გადაწყვეტილებები

„ორიენტირებული ვარ, რომ შემდგომ ევროპულ საბჭოზე მივიღო მკაფიო ვალდებულება სასწრაფო მხარდაჭერაზე და უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად გრძელვადიანი პლატფორმის შექმნაზე. ეს არის ჩემი პრიორიტეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი არა უკრაინის შესახებ სამართლებრივი დებატები, არამედ პრაქტიკული მიწოდებაა. ამ მკაფიო და დაუყოვნებელი მხარდაჭერისთვის, ჩვენ არ გვჭირდება ახლა მოლაპარაკებების დაწყება ან პროცედურა, რომელსაც მრავალი წელი დასჭირდება. მაკრონი საუბრობს ათწლეულებზე, მე არ ვსაუბრობ ათწლეულებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ხანგრძლივ პერიოდზე. არსებობს ცრუ მოლოდინების შექმნის დიდი რისკი, რაც მწარე იმედგაცრუებად გადაიქცევა. ნაკლები სამართლებრივი დებატები, მეტი პრაქტიკული გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა კოშტამ.

მსგავსი თემები