,,ჩვენ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ პოდოლიაკი და არესტოვიჩი, გეკითხებით, ისინი რუსულ ინტერესებს ემსახურებიან?”- ირაკლი ზარქუა

,,ჩვენ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსი, მრჩევლები ასევე ერთიც და მეორეც – პოდოლიაკი და არესტოვიჩი, გეკითხებით, ისინი რუსულ ინტერესებს ემსახურებიან?,”- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ  განაცხადა.

ზარქუა  აშშ- ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის არც ერთ წევრს არ უთქვამს, რომ ამერიკას ომი უნდა.

„მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი დეგნანის განცხადებას ომთან მიმართებაში, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, მადლობა ამ პოზიციისთვის, მე მაშინ მინდა შევახსენო ქალბატონ დეგნანს, ჩვენ ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ჩვენ ამისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლები, რომლებიც ამბობდნენ – რა ცუდია, რომ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” არ არიან ხელისუფლებაში, რადგან მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდა. მაშინ ეს რა არის? ე.ი. ისინი რუსულ ინტერესებს ასახიერებდნენ? ანუ მათ უკან დგას რუსეთი? კითხვას ვსვამ. შეგიძლიათ ერთი თემა მითხრათ, რომ ჩვენი გუნდის წევრმა თქვა, რომ ამერიკას ომი უნდა?! ერთი მითხარით, ვინ თქვა? “- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„როდესაც მესმის, რომ აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს არის 100 რუსული დეზინფორმაცია“ კელი დეგნანი

მსგავსი თემები