,,რუსეთი რთულ სიტუაციაშია”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი უპრეცედენტო ეკონომიკური ომის გამო რთულ სიტუაციაშია. მისი თქმით, სარეზერვო ვალუტების როლი სუსტდება და ბევრი ქვეყანა კარგავს ნდობას იურიდიული და ფინანსური სისტემების მიმართ.

,,არსებული სიტუაცია არ არის მარტივი, პირიქით, შეიძლება შეფასდეს როგორც რთული ამ უპრეცედენტო ეკონომიკური ომის თვალსაზრისით, მაგრამ არ არსებობს ბოროტება სიკეთის გარეშე – ეს ვითარება გვიბიძგებს ჩვენ და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვეძიოთ ურთიერთქმედების ახალი გზები, ურთიერთქმედების ახალი მექანიზმები, ფინანსური ანგარიშსწორების ახალი მექანიზმები. სარეზერვო ვალუტების როლი, დოლარის როლი, ევროს როლი სუსტდება. ბევრი ქვეყანა კარგავს ნდობას იურიდიული და ფინანსური სისტემების მიმართ“,- განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები