,,რუსული რაკეტებისგან სიკვდილისთვის მოხალისეობრივად რიგში არავინ დგება”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. პოდოლიაკი სოციალურ ქსელში გავრეცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, რომ უკრაინა ევროკავაშირის წევრობისა და დემოკრატიისთვის საფასურს იხდის.

,,რუსული რაკეტებისგან სიკვდილისთვის მოხალისეობრივად რიგში არავინ დგება, ირაკლი ღარიბაშვილო. უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?”- აცხადებს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები