ევროკავშირი SWIFT-ის ბანკთაშორისი სისტემიდან სამ რუსულ ბანკს გათიშავს

დღეიდან ევროკავშირი SWIFT-ის ბანკთაშორისი სისტემიდან  რამდენიმე რუსულ ბანკს გათიშავს. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ – სბერბანკი,  როსელხოზბანკი და მოსკოვის საკრედიტო ბანკი.

ბანკების წარმომადგენლები, ამტკიცებენ, რომ SWIFT-დან გათიშვა არ იმოქმედებს მათ მუშაობაზე.

სბერბანკში აცხადებენ, რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და SWIFT-დან გათიშვა არ შეცვლის მათი მუშაობის ეფექტურობას. მოსკოვის საკრედიტო ბანკში განმარტევენ, რომ ტრანზაქციები რუსეთის შიგნით გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, თუმცა, საზღვარგარეთ გადახდების შემთხვევაში, მათი შესრულების ვადები შეიძლება გაიზარდოს.

 

მსგავსი თემები