ალან გაგლოევი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან გაერთიანების საკითხზე მოსკოვთან კონსულტაციებს იწყებს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე, მოსკოვთან კონსულტაციებს იწყებს.

„კონსულტაციები დღეს გაიმართება. დელეგაციაში ასევე შედიან პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლესია კოჩიევა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ემილია გაგიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი მედოევი და პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები