,,რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სრულ იურიდიულ ანექსიას სექტემბრამდე გეგმავს”- პიოტრ ანდრიუშენკო

ქალაქ მარიუპოლის მერის მრჩეველის, პიოტრ ანდრიუშენკოს განცხადებით, რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სრულ იურიდიულ ანექსიას სექტემბრამდე გეგმავს. მისი თქმით,  რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების, საბანკო და საკანონმდებლო სისტემა რუსულ სისტემაზე გადაჰყავს.

„გუშინ რუსეთის ახალგაზრდობის განათლების პროპაგანდის მინისტრმა განცხადების ფორმით, ისაუბრა, როგორ ჩაატარებენ საგანმანათლებლო პროცესს „რუსეთის“ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში. არანაირი კვაზირესპუბლიკები და სატელიტები. არაფერი იმალება“, – განაცხადა ანდრიუშენკომ.

მსგავსი თემები