კობთან, გვირაბის მშენებლობაზე ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ კობთან მიმდინარე გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა.

როგორც უწყებაშო განარტავენ,  დაღუპული აღნიშნულ მშენებლობაზე იყო დასაქმებული.

„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

 

მსგავსი თემები