“ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა, ერთიანობა და არა ბრძოლა” – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, საქართველოში არ ეგულება ადამიანი, რომელსაც ქვეყნის ომში ჩართვა სურს. ელჩს შეფასებით,  ახლა დაპირისპირებისა და ბრძოლის დრო არ არის.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად იციან, რა გამოიარეს ქართველებმა და რას გრძნობენ იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება. უკრაინის მხარდასაჭერად გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ძალიან კარგი დემონსტრირებაა, რას გრძნობენ ქართველები ამ ბრძოლაში. რაც დანამდვილებით საჭიროა, არის არა ეს ბრძოლა ქართველებს შორის, ქართველები უნდა გაერთიანდნენ. იმედი მაქვს,  საქართველოს ხელისუფლება გვერდით გადადებს უთანხმოებას და გაერთიანდებიან ამ ქვეყნის მომავლის ინტერესებისთვის, ამ ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა, ერთიანობა და არა ბრძოლა“ – აცხადებს კელი დეგნანი.

 

მსგავსი თემები