უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთში ჩავიდა

ახალი მარშრუტის გამოყენებით ესპანეთში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ჩავიდა. ეს არის უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც საზღვაო გზით მიაღწია ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, ბალტიის ზღვაში გახსნილი ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით.

საერთო ჯამში ესპანეთის ერთ-ერთ პორტში 18 ათასი ტონა სიმინდით დატვირთული გემი ჩავიდა.

უკრაინა ცდილობს ახალი მარშრუტების შექმნას რუმინეთთან, პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რათა უკრაინის საზღვაო პორტებში ჩარჩენილმა 22 მილიონმა ტონა მარცვლეულმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოს.

მსგავსი თემები