„მნიშვნელოვანია, 20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა ევროპულ მომავალთან დაკავშირებით”- ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი, 20 ივნისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება. მისი განცხადებით, აქციაზე ქართულმა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს ერთიანობა და, რაც შეიძლება მეტი ხალხი მივიდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ 20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და ამით ჩვენი მძლავრი ხმა გავუგზავნოთ როგორც „ქართულ ოცნებას“, რომელიც დღეს საქართველოს ევროპული მომავლის მთავარი წინაღობაა, ამავდროულად, ჩვენს ევროპელ პარტიონებს. აქცია თავისი შინაარსით უკვე პოლიტიკურია, რადგან უკავშირდება საგარეო პოლიტიკური მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიციის გამოვლენას, მაგრამ დღეს მთავარი არ არის, ვის ეჭირება მიკროფონი ხელში, მთავარია, რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს. ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებებმაც დაადასტურა, რომ მთავარი, რისიც ეშინიათ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ევროპულ საკითხთან მიმართებაში ქართველი ხალხის ერთიანობაა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მსგავსი თემები