რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში 22 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

მარიუპოლის მერის  ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით,  ოკუპანტების აგრესიას, მარიუპოლში 22 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მერის ცნობით, მარიუპოლში მოკლული ადამიანების რიცხვი, ორჯერ მეტია ნაცისტების მიერ, მეორე მსოფლიო ომის  დროს მოკლულთა რაოდენობაზე.

,,მათ დაანგრიეს მარიუპოლი, როგორც ტერორისტებმა და მკვლელებმა. მოკლეს 22 000-ზე მეტი ადგილობრივი, გაანადგურეს და ფერფლად აქციეს ჩვენი მაღალსართულიანი შენობების 50% . ანუ ნაცისტებზე მეტი უბედურება ჩაიდინეს. ოკუპაცია 1941 წლიდან 1943 წლამდე მოახდინეს ნაცისტებმა, სადაც ჰიტლერმა 10 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა“,- განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.

მსგავსი თემები