„პირველი, ვინც კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს ჩვენი ქვეყანაა, ჯერი ევროკავშირზეა”- თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისი თმით, ახლა ჯერი ევროკავშირზეა.

„პირველი, ვინც კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო – საქართველო გახლავთ. გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უპირობოდ იმსახურებს. ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს პოლიტიკური ნება ეყოფათ, საქართველოს ის რეფორმები და ის დემოკრატიის ხარისხი დაუფასონ, რაც მათ პოლიტიკურ ჟესტში გამოიხატება. შემდეგ, უკვე კიდევ უფრო გრძელი, მაგრამ საინტერესო გზა დაიწყება, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი თემები