,,სულ მუნჯად და მორჩილად ვიდგები სადღაც, როგორც რიგითი მოსამსახურე ჩემი ქვეყნის”- თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ევროპარლამენტარის მიერ მიღებული რეზოლუციის პუნქტების შესრულებას აპირებს. მისი თქმით, აღნიშნული პუნქტების უგულებელყოფა არ შეიძლება.

„კომუნიზმი ხომ არ არის ამომრჩევლს აუკრძალო პოლიტპატიმრების ხსენება. ვისაც უნდა ის ახსენოს, ლექსო ლაშქარავა იქნება თუ პოლიტპატიმრები. რა პრობლემებიც გვაქვს ის მოხვდა იმ შვიდ პუნქტში. 20 ივნისამდე დაპირისპირება უკიდურესად დიდი შეცდომაა. სულ მუნჯად და მორჩილად ვიდგები სადღაც, როგორც რიგითი მოსამსახურე ჩემი ქვეყნის. მისვლას აუცილებლად ვაპირებ, არანაირად არ ვაპირებ გულუბრყვილო ახალგაზრდა ბავშვების, შეცდომაში შეყვანილი, თუ განზრახ ვეღაცის გეგმას აყოლილი რამდენიმე ადამიანის აზრის აყოლას. არასდროს მომითხოვია სიტყვით გამოსვლა, ყოველთვის მთხოვდნენ ხოლმე, გამოვსულიყავი. სიტყვით გამოსვლა კარგი იქნება, კი ბატონო, თუ არ იქნება საჭირო, არ გამოვალ. ეს არის საქართველოისტების დღე. უგულებელყოფა იმ შვიდი პუნქტის არ შეიძლება. დაჩაგრო ადამიანები ამას ჰქვია, რომ პილიტპატიმრები გყავს და ისინი არ ახსენო. ამიტომ, შეცდომა იქნება. თუმცა, არ ვაპირებ ჩაჯინებას, პროცესი თავისთავად მოიტანს. ჩვენ ზუსტად იმიტომ ვიკრიბებით, რომ დასავლური ოჯახი გვინდა. იმ ოჯახში რაც უფრო ნაკლები კონფლიქტებით შევალთ, უფრო კარგი იქნება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები