,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება”- შოთა თუთბერიძე

მიხეის სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება. მისი განმარტებით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

„სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, არ უმჯობესდება. ამასთან, თავს სუსტად გრძნობს და ამ დრომდე სრულფასოვანი მკურნალობა და კვება ხელმიუწვდომელია. მკურნალობის გარკვეული ელემენტები მიმდინარეობს, თუმცა ის, რომ ამ დრომდე მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ,იმის ინდიკატორია, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური ეფექტი არ გვაქვს.

დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზის ნაწილში, ექსპერტთა მორიგი ვიზიტია დანიშნული და ველოდებით ამ ექსპერტიზის დასკვნას. იმედი მაქვს, მას შესაძლებლობა ექნება, რომ ექსპერტებთან თანამშრომლობა მოახერხოს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები