რუსეთის აგრესიას უკრაინაში 288 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 288 ბავშვია დაღუპული, 527-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 218, ხარკოვის ოლქში – 166, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15.

აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები