,,როგორ შეიძლება მწვალებელი და მწვალებლის თანაშემწეები ბიძინა ივანიშვილთან ერთ სიბრტყეში დააყენო”- ირაკლი ზარქუა

,,რაც ივანიშვილმა გააკეთა, იმის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს დანარჩენმა – მერე ექნებათ ხმამაღლა ლაპარაკის საფუძველი“,- ამის შესახებ, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ზოგჯერ ძალიან ამოვარდნილია კონტექსტიდან.

„მგონია, ქალბატონი სალომე ზოგჯერ ძალიან ამოვარდნილია კონტექსტიდან – როგორ შეიძლება მწვალებელი და მწვალებლის თანაშემწეები ბიძინა ივანიშვილთან ერთ სიბრტყეში დააყენო?! ჩემი აზრით, მას სიტყვა გაექცა, რადგან ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოზიციაზე იმიტომ შეირჩა, რომ მას პოლიტიკოსის ევროპული გამოცდილება ჰქონდა. ევროპული გამოცდილება და პოლიტიკოსობა სამართლიანობას და სიმართლის თქმას ნიშნავს. გამომდინარე აქედან ვისურვებდი უფრო დაბალანსებული და ადეკვატური იყოს, როდესაც განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლაში, ქვეყანა არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს არ უნდა გადაყვეს.

მსგავსი თემები