,,შანტაჟის ტონში ჩანს – ევროპელებო, ჩვენ თუ უარს გვეტყვით, რუსეთისკენ წავალთ”- იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, თუ  ევროკომისია და ევროპის საბჭო, ევროპარლამენტის ნათქვამს გაიზიარებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სათანადო პასუხი ექნება.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, კობახიძის განცხადებაში შანტაჟის ტონი შეიმჩნევა.

,,ამ თითქოს შანტაჟის ტონში ჩანს – ევროპელებო, ჩვენ თუ უარს გვეტყვით, რუსეთისკენ წავალთ. ეს ევროპელებმაც იციან, ამიტომ დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების” ამ არასათანადო, არაევროპულ ენას სიმშვიდით უპასუხებენ და ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ერთმანეთისგან გამიჯნავენ. მუქარის შემცველი რომ იყოს ეს განცხადება, ძალიან სასაცილო იქნებოდა. ქოცები რომ ევროპელებს ემუქრებიან აქედან, ეს ძალიან სასაცილოა,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები