უკრაინის განცხადებით, დასავლეთის დახმარების გარეშე, რუსეთი ლვოვამდეც მიაღწევდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, დასავლეთის გვერდით დგომა და დახმარება რომ არა,  საომარი მოქმედებები ლვოვშიც გაჩაღდებოდა.

„დასავლეთის დახმარების გარეშე, რუსეთი დასავლეთ უკრაინამდე მიაღწევდა და უკრაინას ახლა ლვოვის დაცვა მოუწევდა“ – აცხადებს არესტოვიჩი.

მისი თქმით, დასავლეთი უკრაინას გვერდით უდგა და ეს დღემდე იგრძნობა.

„ახლა რომ არ დაგვეხმარონ ან აქამდე არ დაგვხმარებოდნენ, ეჭვი მაქვს, რომ ლვოვის დაცვაზე ვილაპარაკებდით. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად უკრაინის მარჯვენა სანაპიროზე. იმიტომ კი არა, რომ მშიშრები ვართ, უბრალოდ არაფერი გვექნებოდა თავის დასაცავად. ჩვენ ახლა ფრონტის ხაზი გვიჭირავს დასავლეთის დახმარების წყალობით“ – აცხადებს არესტოვიჩი.

მსგავსი თემები