სტუდენტები ისევ რექტორის კაბინეტს იკავებენ და მინისტრის მოსვლამდე გამოსვლას არ აპირებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება. უკვე ხუთი დღეა, სტუდენტები რექტორის კაბინეტში იმყოფებიან და მის დატოვებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას, რექტორის გადადგომას და ფინალური გამოცდების ელექტრონული ფორმით ჩატარებას ითხოვენ. ასევე, დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატებას, რადგანაც მათ თბილისში ბინის ქირაობის შესაძლებლობა არ აქვსთ.

„რექტორის კაბინეტში მანამ ვიქნებით, სანამ განათლების მინისტრ არ მოვა აქ და არ შეგვხვდება. მან  ჩვენთა ერთად უნდა დაიწყოს  განხილვა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე, უნივერსიტეტის პირდაპირი ბიუჯეტურ დაფინანსებასა და რექტორის არჩევის  წესში ცვლილებაზე” – აცხადებენ პროტესტში მონაწილე სტუდენტები.

მსგავსი თემები