მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რა უნდა პრეზიდენტს

მმართველი გუნდისთვის დღემდე გაუგებარია, რა უნდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს. მან არ იცის რა უნდა პრეზიდენტს.

კობახიძე პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიასაც იხსენებს და ამბობს, რომ მაშინაც გაუგებარი იყო მისი ქმედებები.

„ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს. დაახლოებით 45 დღე გრძელდებოდა საარჩევნო პროცესი.  ამ 45 დღის განმავლობაში რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ. თუმცა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალური თვალსაზრისითაც მძიმე მოსასმენი იყო განცხადება, რომელიც მან გააკეთა. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში და გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი თემები