ფინეთი თურქეთის პოზიციით გაოცებულია

ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თურქეთის პოზიცია ნატოში დაბლოკვასთან დაკავშირებით გასაოცარია. როგორც პრეზიდენტმა  საული ნიინისტომ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განაცხადა, საერთო ენის გამონახვა და შეჯერება უნდა მოხდეს.  

„გაოცებულები დავრჩით თურქეთის პოზიციით, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში სერიოზულად უნდა მიიღო შენი კოლეგის მოსაზრება და სწორედ ამას ვაპირებთ. სერიოზულად მივიღოთ ის, რასაც თურქეთი ამბობს. აღნიშნულთან დაკავშირებით გვქონდა დისკუსია და იმედს ვიტოვებთ, ანკარასთან მოვძებნით ისეთ გადაწყვეტილებას, რაც  ყველას დააკმაყოფილებს“ –  განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას ბლოკავს და მას ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს. ერდოღანი ფინეთიდან გარკვეული პირების ექსტრადირებას ითხოვს, რომლებიც, თურქეთის შეფასებით, ტერორისტები არიან.  

მსგავსი თემები