შენობიდან ნივთი გადმოვარდა, ადამიანს დაეცა, მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა. ძლიერი ქარის გამო, მშენებარე სახლიდან გარკვეული მასალა ჩამოვარდა, რომელიც ახლგაზრდა მამაკაცს დაეცა. 20 წლამდე მამაკაცი, უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში მოათავსეს.

დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. არსებული ინფორმაციით, ბიჭს „DS გრუპის“ მშენებლობიდან გადმოვარდნილი ხის  საგანი დაეცა.

მსგავსი თემები