ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიებს ისევ ღობავენ და ისაკუთრებენ

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოში მავთულხლართების გაბმა ისევ დაიწყეს. ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ზარდიაანთკარში ოკუპანტები კონსტრუქციებს ამონტაჟებენ და ახალი ტერიტორიებს ისაკუთრებენ.

ხმელთაშუა ზარდიაანთკარის მონაკვეთთან მისვლა შეუძლებელია. ადგილზე  მობილიზებულია ქართული პოლიცია. ჩვენი ტერიტორიების შემოღობვის პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.

სუს-ის ინფორმაციით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

 

მსგავსი თემები