უკრაინაში 21 150 რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უკრაინაში მოკლულ რუს ჯარისკაცებზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გენერალურ შტაბში აცხადებენ, 21 000-ზე მეტი ჯარისკაცია მოკლული.

„24 თებერვლიდან 12 ივნისამდე მტრის საერთო დანაკარგები შეადგენს: 1430 ერთეულ ტანკს, 3484 ჯავშანტექნიკას, 715 საარტილერიო სისტემას, 226 ზალპურ სარაკეტო სისტემას, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემებს, 212 თვითმფრინავს, 178 ვერტმფრენს, 2455 მოტორიან ავტომობილებსა და საწვავის ავზს, 13 გემებს/ნავებს, 582 ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 54 ერთეულ სპეცტექნიკას, 125 ფრთოსან რაკეტას“, – აცხადებს უკრაინული მხარე.

 

მსგავსი თემები