ადვოკატები ადვოკატთა ასოციაციის დაშლას ითხოვენ და სასამართლოში ჩივიან

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი და მარიამ ჭყონია ადვოკატთა ასოციაციის გაუქმებას ითხოვს.  აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატებმამედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. როგორც ისინი განმარტავენ, 6000 კაციანი ასოციაცია დასაშლელია და აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო 17 ივნისს იმსჯელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე 1424 და 1490  ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში 2022 წლის17 ივნისს გაიმართება. ლაშა ჯანიბეგაშვილი სადავოს ხდის პარლამენტის მიერ 2005 წელს მიღებულ კანონს,  რომლითაც ადვოკატები იძულებული არიან მათი ნების საწინააღმდეგოდ  ერთადერთ ასოციაციაში გაწევრიანდნენ.

„სასამართლო პროცესები  არსებითად განხილვაზეა გასული,  რაც ნიშნავს, რომ  50/ 50%-ზეა შესაძლებლობა. სარჩელი რომ დაკმაყოფილდეს 6000 კაციანი ასოციაცია დაიშლება და რამდენიმე ასოციაცია იქმნება. ეს არის  იძულებით თავს მოხვეული გიგანტური მონსტრი კორპორაცია, რომელიც ადვოკატებს გვახვევს შერჩევით სამართალს, სადაც ხდება ადვოკატების, რომელიც  ასოციაციის ბირთვში არიან, თაღლითობებზე ხელის დაფარება. ვითხოვთ ადვოკატების ასოციაციის უკეთესი ევროპული მოდელების მიხედვით შექმნას. ეს პროცესი ისტორიული შედეგის მქონე იქნება, თუკი დაკმაყოფილდება . ადვოკატები ბორკილებისგან გავთავისუფლდებით და თავისუფლები ვიქნებით. ცნობისთვის, 3 წელია მიდის პროცესები. 17 ივნისს გადამწყვეტი პროცესია“ – განაცხადა ლაშა ჯანიბეგაშვილმამედიაცენტრ მთავარში.

მისივე შეფასებით, ეს იქნება ისტორიული პროცესი და ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ, დამოუკიდებლად შექმნან ასოციაცია.

„ეს იქნება ისტორიული მნიშვნელობის  სასამართლო პროცესი პარლამენტის წინააღმდეგ. ზემოხსენებული სარჩელით მე ვითხოვ ადვოკატთა ასოციაციის იძულებით წევრობის, პროფესიის მონოპოლიზების გაუქმებას. ეს პროცესი რომ დაკმაყოფილდეს, ისტორიული შედეგის მქონე იქნება. ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ, არსებობდეს რამდენიმე ასოციაცია, შექმნან ალტერნატიული ასოციაცია და არსებობდეს ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენცია“ – განაცხადა ჯანიბეგაშვილმამედიაცენტრ მთავარში.“

 

მსგავსი თემები