უკრაინელებს რუსული პასპორტები გადასცეს

რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელები რუსულ პასპორტებს იღებენ. საუბარია ხერსონსა და ზაპოროჟიეში მაცხოვრებლებზე.

საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ხერსონის ოლქში რუსული პასპორტები 25-მა უკრაინელმა მიიღო.

“დღეს ხერსონში პასპორტების გადაცემა პირველად მოხდა. პასპორტები უკრაინის იმ მოქალაქეებმა მიიღეს. რომლებმაც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადეს“ – აცხადებენ სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის, რუსეთის მიერ კონტროლირებად ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებასთან დაკავშირებით განკარგულებას ხელი მოაწერა.

 

მსგავსი თემები