„მას საკუთარი ადგილი უნდა მივუჩინოთ“ – ზელენსკი რუსეთზე

ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამშვიდება უკვე ძალიან დაგვიანებულია. მას საკუთარი ადგილი უნდა მიუჩინონ.

უკვე აღ შეიძლება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამშვიდება, დაგვიანებულია, ძალიან დაგვიანებული. ეს – პრევენციული სანქციები, როცა საჭირო იყო მათთან ყოველდღიური საუბარი, ფართომასშტაბიან შეჭრამდე უნდა გაკეთებულიყო.  ყველაფერი მანამდე უნდა გაკეთებულიყო. თქვენ თუ მხარს უჭერთ მშვიდობას, თქვენ მხარს უჭერთ უკრაინას. მხარს თუ უჭერთ ომს, მაშინ მუდმივ გაგებაში ხართ რუსეთის ფედერაციასთან. დღეს დაგვიანებულია ამაზე საუბარი.  არაა საჭირო რუსეთის დამშვიდება. მათ ვერანაირი სიტყვებით დაამშვიდებს. ეს პოლიტიკური თამაშია და მეტი არაფერი. ახლა საჭიროა რუსეთის მმართველობას საკუთარი ადგილი მივუჩინოთ, საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები