„შეიძლება, დადგეს ჩვენს ქვეყანაში იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა“ – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ჯერ დრო არ დამდგარა თუმცა, შესაძლოა მალე დადგეს დრო, როცა ყველაფრის ღიად და ხმამაღლა თქმა შესაძლებელი იქნება.

„რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ  ნდობა შეინარჩუნოს?  ქვეყანა მიჰყავს ევროპულ გზაზე და ინარჩუნებს ძალიან დიდი სირთულის ფასად მშვიდობას და სტაბილურობას ამ ქვეყანაში. როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ ითქვა, შეიძლება, დადგეს ჩვენს ქვეყანაში იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა, მაგრამ ამის დრო ჯერ არ დამდგარა“ – აცხადებს მინისტრი.

წულუკიანი იმასაც განმარტავს, რას გულისხმობს ამ ყველაფერში.

„ვგულისხმობთ იმას, რომ სიმშვიდის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა, აღარ არის ძალიან ადვილი. ადვილი არც არასდროს იყო, მაგრამ ახლა არის ძალიან გართულებული. ველოდებით ევროკავშირის პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებას, რომლებიც იქნება შესაბამისი.  დიდი იმედი მაქვს, ქართველი ერის ისტორიული არჩევანის და შემდეგ ამ გადაწყვეტილების მიხედვით როგორი იქნება ის, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი პოზიცია. ჩვენ ქულებისა და პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ვხედავთ, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, რომლებზეც ახლა არის ბრიუსელში საუბარი, ჩვენი ქვეყანა ანუ ხალხი, თქვენ ხართ სხვა ხალხზე წინ და ეს თუ არ გიხარიათ ზოგიერთ ჟურნალისტს, ეს თქვენი პრობლემაა“, – აღნიშნა წულუკიანმა მედიასთან.

მსგავსი თემები