უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს, ვითარება უკიდურესად გამწვავდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს და მის დატოვებას არ აპირებენ, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მათი მოთხოვნა უნივერსიტეტმა არ გაითვალისწინა.

სტუდენტები გიორგი შარვაშიძის გადადგომას ითხოვენ. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც სტუდენტებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.

პროტესტის მონაწილე სტუდენტები ითხოვდნენ რექტორთან პირდაპირ კომუნიკაციას. რადგან ეს ვერ მოხერხდა, ისინი რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და სამუშაო კაბინეტი დაიკავეს.

მათი მოთხოვნა უცვლელია – საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფა; ონლაინ გამოცდები და სასწავლო პროცესი მანამ სანამ მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ მოხდება; ფინანსური გამჭვირვალობა.

მსგავსი თემები