ბათუმში შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მძარცველი თანხას ითხოვდა და მძევლის აყვანაც სცადა, თუმცა ბანკის თანამშრომლებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა, დაკავებულია ერთი პირი.

 

მსგავსი თემები