„თუკი რამე იწვევს გაურკვევლობას, ეს არის უკრაინის განდგომა ასოცირებული ტრიოდან”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის მხრიდან, ასოცირებული ტრიოდან განდგომას აფასებს. სარჯველაძის განცხადებით, უკრაინის აღნიშნული ნაბიჯი გაურკვევლობას და არეულობას ბადებს, რაც პროდუქტიული ვერ იქნება.

„თუკი რამე იწვევს არეულობას და გაურკვევლობას, ეს არის ამ შემთხვევაში, უკრაინის განდგომა ასოცირებული ტრიოდან. ამიტომ, ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ უკრაინის მხრიდან თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებიდან, ეს არ არის პროდუქტიული რაიმე თვალსაზრისით. როდესაც ასეთ განცხადებას ვისმენ უკრაინელი პოლიტიკოსისგან, რომლითაც აბსოლუტურად გაუგებარია, რაში შეიძლება დაეხმაროს არა მხოლოდ საქართველოს ან მოლდოვას, არამედ უკრაინას, ეს გაუგებარია. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა ლეგიტიმურ და კეთილსინდისიერ მიზანს ისახავს ასეთი განცხადება ამ დროს, როდესაც ორ კვირაში გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ასოცირებულ ტრიოსთან მიმართებაში. ვინმეს თუ ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა ჩვენი გეგმა 2024 წელს ამ განაცხადის წარდგენის, მივყვებოდით ასოცირების დღის წესრიგით და ასოცირების შეთანხმებას. ახლა საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა ჩაიხსნას და სხვადასხვა სახელმწიფო სხვადასხვაა, ე.ი. ტყუილად გვისაუბრია, ტყუილად გვიმუშავია ერთად და ერთმანეთსაც ტყუილად ველოდებოდით მაშინ, როდესაც ცალკეულ რეფორმებს ერთდროულად ვახორციელებდით. ეს იყო ასოცირებული ტრიოს მთავარი ღირსება და რატომ გახდა ეს მეორეხარისხოვანი ვინმესთვის, ეს მართლაც დასანანია, თუ ვინმე ამას მართლა გულწრფელად ფიქრობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

https://mcm.ge/150588/

მსგავსი თემები