„როცა საბოტაჟის მთავარი სპეციალისტი ნიკა მელია მოგვიწოდებს, რომ საბოტაჟს თავი დავანებოთ, ეს ღიმილის მომგვრელია”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას მიერ,  20 ივნისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. თალაკვაძის შეფასებით, ნიკა მელიას მოწოდებები ცინიკური და ღიმილის მომგვრელია.

„როცა საბოტაჟის მთავარი სპეციალისტი ნიკა მელია მოგვიწოდებს, რომ საბოტაჟს თავი დავანებოთ, ეს ღიმილის მომგვრელია და ცინიკური განცხადებაა. დიდი ხანია, ნიკა მელია ქუჩის პოლიტიკოსია და საზოგადოებისთვის მისგან ასეთი მოწოდება ახალი არ არის. ძალიან კარგად ვიცით, სინამდვილეში, მელია და მისი თანაგუნდელები სააკაშვილი, გვარამია როგორი ევროპელები იყვნენ, ეს არის ხალხი, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევდა ევროპის სახელით და მედიებს ხურავდნენ დემოკრატიის სახელით. ეს ხალხი ადამიანებს აწამებდნენ დემოკრატიის სახელით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები