,,სამი ქვეყნის ერთ კალათაში მოქცევა ზრდის გაურკვევლობას”- უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინამ დაიწყო აქტიური მუშაობა, რადგან დაარწმუნოს ჯერ კიდევ სკეპტიკურად განწყობილი დასავლელი პოლიტიკოსები, მიანიჭონ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. უცხოური მედიის ინფორმაციით, უკრაინული მხარე მოლდოვასა და საქართველოსგან დამოუკიდებლად ცდილობს მიზნების მიღწევას.

„ჩვენ განაცხადი მარტში წარვადგინეთ. ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ფორმალური პოლიტიკური ვალდებულება, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის ნაწილი და ახლა ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ნაბიჯი ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არ ითამაშოს დაპირებების თამაში“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ.

უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, უკრაინისთვის მოლდოვასა და საქართველოსთან ერთად, ერთ კალათაში მოქცევა გაურკვევლობის რისკს გაზრდის.

„დედაქალაქებთან მოლაპარაკებების, ასევე აქ ბრიუსელში დისკუსიების დროს, ეს იყო ყველაზე დიდი შეშფოთების საკითხი, რადგან ჩვენ სამს ომის მიღმა ძალიან განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ჩვენი, სამი ქვეყნის ერთ კალათაში მოქცევა ზრდის გაურკვევლობას, ეს არის დამატებითი მოწოდება სკეპტიკოსებისთვის, რომ თქვან „არა“, რადგან უკრაინისთვის – ეს არის მკაფიო, საქართველოსთვის – არ არის მკაფიო, მოლდოვისთვის – არ არის მკაფიო,”- განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

მსგავსი თემები