,,აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ისეთი გზები შევიმუშაოთ, რომელიც არ გამოიწვევს პურის გაძვირებას”- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია  ხორბლის შემოტანა და წისქვილკომბინატების მუშაობა. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, პურის ფასი არ გაიზარდოს.

,,ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ წისქვილკომბინატებმა იმუშაოს, თუმცა არსებული მდგომარეობა რაც არის შექმნილი, რა თქმა უნდა, არის რთული და ეს ჩვენი მიზეზით არ არის გამოწვეული. გამოწვეულია იმ გადასახადებით, რომელიც დაწესებულია იმპორტზე, საიდანაც ჩვენ შემოგვაქვს, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ისეთი გზები შევიმუშაოთ, ამ საკითხის ისეთი გადაწყვეტა მოვძებნოთ, რომელიც პირველ რიგში, არ გამოიწვევს პურის გაძვირებას ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ ამაზე მიდის ამ ხნის განმავლობაში მსჯელობა,” – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მსგავსი თემები