,,მიდის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობაზე მუდმივად მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან ისეთ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, რომელიც სხვებს სწორად არ მიაჩნიათ.

,,მუდმივად მიდის აპელირება სანქცირებაზე, მოახერხეს სამწუხაროდ, ვიღაცებმა, რომ ეს თემა დამდგარიყო დღის წესრიგში ევროპარლამენტის დონეზეც, თუმცა, არავითარი მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს იქნება რეალური და გაგრძელება ექნება. ნულოვანი საფუძველი აქვს ამას. ვერც ერთი სამართლებრივი და მორალური მიზეზი ვერ იქნება მოძებნილი რომელიც დაადასტურებს, რომ ეს რამენაირად სერიოზულია.

ევროპარლამენტიც არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც მუშაობს პოლიტიკური მიზანშეწონილობით. გარჯვეულ ეტაპზე გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს შორის არის სტრატეგიულ მიზანზე შეუთანხმებლობა, რა სტრატეგიული მიზანია, ამ ყველაფერზე მოგვიანებით იქნება განმარტება, ამის გამო მიდის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რადგან რაღაც ნაბიჯებს არ დგამს ისე, როგორც ვიღაცას მიაჩნია, რომ უნდა გადადგას, რაც მიგვაჩნია, რომ ეროვნული ინტერესის დაზიანება იქნება. ბევრ რამეს ვგულისხმობ, ოღონდ ამაზე კანდიდატის სტატუსის ბედის გადაწყვეტამდე არ ვისაუბრებ“,- აღნიშნა დავითულიანმა.

მსგავსი თემები