,,მისი სიტყვა არ გაიშვას არსად, ერთი ცრუპენტელა ფორმალური თავმჯდომარეა რადიკალური ოპოზიციური პარტიის”- ალუდა ღუდუშაური

უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ნიკა მელიას მიერ დაანონსებული აქციის შესახებ საუბრობს. ღუდუშაურის განცხადებით, ,,ნაციონალურ მოძრაობას” მასშტაბური აქციის ორგანიზების რესურსი არ გააჩნია და მათი პარტიის ოფისში ისევე ჩაქრება შუქი, როგორც „ევროპული საქართველოს“ ოფისში.

ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიაში ნიკა მელიას აზრს არ ითვალისწინებენ.

„არ ანებებენ თავს ეს ადამიანები ქვეყნის საბოტაჟს, დესტრუქციას. ამ ქვეყანაში აღარავის ახსოვს, ვინ არის მელია, რომ არა ხანდახან მისი გაკეთებული განცხადებები. მაგათ რაც შეუძლიათ მაქსიმუმი გააკეთონ, შეკრიბონ თავიანთი ამომრჩეველი თავიანთ ოფისში, მეტი რესურსი მათ არ აქვთ. გადაეცით ყველას, კარგად გააცნობიერონ, ქართველ ხალხს აქვს ძალიან დიდი მოთმინება, მაგრამ როცა მიგითითებს პოლიტიკიდან წასვლაზე, როგორც 2012 წელს მიუთითეს და მას შემდეგ მათ აქციებზე არ უნახავს არავის ვიწროპარტიული აქტივის გარდა ვინმე, შეეგუონ რეალობას და გააცნობიერონ, რომ ოპოზიციაში ყოფნა არის, მათ შორის, პასუხისმგებლობა. თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, მათ ოფისშიც ისევე ჩაქრება შუქი, როგორც „ევროპული საქართველოს“ ოფისში, ერთი კაცის პარტიად რომ გადაიქცა. ასეთი მომავალი აქვს „ნაცმოძრაობას“. ეს ძალიან მალე იქნება და იქაც არ იქნება მელიასთვის ადგილი. ნიკა მელიამ რა ვადა უნდა დააწესოს, განულებულია, პარტიაშიც არავინ არაფერს ეკითხება, მისი სიტყვა არ გაიშვას არსად, ერთი ცრუპენტელა ფორმალური თავმჯდომარეა რადიკალური ოპოზიციური პარტიის,“- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები