მარიუპოლში ქოლერა ვრცელდება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა არასტაბილურია, ამასთან შეიმჩნევა მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტი. უწყების ცნობით, მარიუპოლი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა.

,,რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის ძირითადი საჯარო სერვისების მიწოდებას ცდილობს, უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა არასტაბილურია, სატელეფონო და ინტერნეტ სერვისებზე შეფერხებები გრძელდება. ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა. ქოლერის ცალკეული შემთხვევები მაისიდან ფიქსირდება. სამედიცინო სერვისები მარიუპოლში, სავარაუდოდ, უკვე კოლაფსს უახლოვდება: ქოლერის დიდი აფეთქება მარიუპოლში კიდევ უფრო გაამძაფრებს ამას,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები