თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე  47 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მის  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები