ევროპარლამენტარების ჯგუფი სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვს  

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ლიდერები ევროკავშირს პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.

„ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მივმართავთ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების 23-24 ივნისის შეხვედრას, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და იყოს სანდო პარტნიორი და სანდო გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც იცავს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინის მოქალაქეებს სურთ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრი.

ვაღიარებთ, რომ ამ მისწრაფებებს იზიარებს ქართველი და მოლდოველი ხალხი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომელთა მოლოდინი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მტკიცედ მოგმართავთ, რომ მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და იმუშავოთ იმავე სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების ასასრულებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები