ავტომანქანის გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

ტექდათვალიერების გაუვლელობაზე სანქციების გამკაცრების პარალელურად, ავტომანქანების გამონაბოლქვის ვიზუალური კონტროლიც იწყება. როგორც პარლამენტში აცხადებენ,  მუშაობენ ჰაერის დაბინძურებასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის რეგულირებასთან დაკავშირებული პრევენციული მექანიზმების შემუშავებაზე.

„მუშაობა ორ ნაწილად მიმდინარეობს – ერთი მიმართულებაა ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენისა და დარეგულირება.  მეორე მიმართულებაა ვიზუალური გამონაბოლქვი.

შევთანხმდით, რომ ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე განიხილება, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლი დამატებით ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ტექნიკური აღჭურვის საკითხებთან არის დაკავშირებული. წინასწარი კონსულტაციების შედეგად,  მთავრობამ  აქტიურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რათა განისაზღვროს, როგორ, ვინ და როდის იწყებს  ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს“ – აცხადებს მაია ბითაძე.

კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.

ტექდათვალიერების გაუვლელობისთვის ჯარიმები იზრდება

მსგავსი თემები