,,საქართველო კვლავაც განაგრძობს ტანჯვას რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის გამო”- რიტის პაულასკასი

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, გაერო-ში ლიეტუვას წარმომადგენლის რიტის პაულასკასის განცხადებით, საქართველო კვლავაც განაგრძობს ტანჯვას რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის გამო, რაც უკვე 14 წელია გრძელდება. მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში დაუყონებლივ უნდა გაიხსნას წვდომა ჰუმანიტარულ და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის. 

„ჩვენ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა დავადასტუროთ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა ამ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამწუხაროდ, საქართველო კვლავაც განაგრძობს ტანჯვას რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის გამო, რაც უკვე 14 წელია გრძელდება. სავალალოა, რომ რუსეთი აგრძელებს იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელიც მან აიღო ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული შეთანხმებით. რუსეთს კვალავაც ჰყავს სამხედროები განთავსებული საქართველოს მიწაზე. მეტიც არალეგალური ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა აფხაზეთში 2022 წლის მარტში და ასევე არალეგალური ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში 2022 წლის აპრილში. ეს კი წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ დარღვევას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სიტუაციის გაუარესების ფაქტებით. ეს ის რეგიონებია, რომელებიც ოკუპირებული აქვს რუსეთს. გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. არის გატაცებისა და თვითნებური უკანონო დაკავების შემთხვევები. უპრეცედენტოდ არის შეზღუდული ადამიანების გადაადგილების თავისუფლება. მოსახლეობას არ მიუწვდება ხელი ჯანდაცვის სერვისებზე, ხოლო განათლების მიღება მშობლიურ ენაზე შეზღუდულია, რაც მიუღებელია. ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირს კვლავაც ჩამორთმეული აქვს უფლება უსაფრთხოდ, ღირსეულად, საკუთარი ნებით დაბრუნდნენ საკუთარი სახლებში და აღიდგინონ საკუთრების უფლება. უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს შეზღუდული აქვთ წვდომა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისისთვის, ასევე სხვა ჰუმანიტარულ და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის დაუყოვნებლივ გაიხსნას წვდომა ამ რეგიონებში,”- განაცხადა რიტის პაულასკასმნა.

მსგავსი თემები