,,ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რეზოლუციის მიღება არის ჩვენი სირცხვილი”- დავით უსუფაშვილი

,,ლელოს“ წევრი, დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. უსუფაშვილის თქმით, ასეთი რეზოლუციის მიღება არის სირცხვილი.

„ევროპას საქართველოში გვარები და სახელები არ აინტერესებს, არც პოლიტიკური პარტიების დასახელებები და ფერები. მათ აინტერესებთ, დაინახონ, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროპისკენ სწრაფვა ადეკვატურად არის გააზრებული პოლიტიკური კლასის მიერ. პირველ რიგში, ხელისუფლების მიერ და იდგმება სწორი ნაბიჯები. ახლა რას გვეტყვიან „ქართული ოცნების“ პარტიული ლიდერები, რომლებიც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ოთხი-ხუთი კრიმინალის მფარველი და ოპოზიციის მიერ მოსყიდული ევროპარლამენტარი აკრიტიკებდა საქართველოს. საქართველოსთვის 400-500 ევროპარლამენტარის პოზიცია რომ დაფიქსირდება, ეს იქნება ძალიან მძიმე. ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რეზოლუციის მიღება არის ჩვენი სირცხვილი, ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. „ქართულ ოცნებას“ ამის გაგონება არ უნდოდა და იქნებ, ახლა მაინც გაიგოს. ჩვენი ევროპული მისწრაფებები არ უნდა დაზარალდეს არასწორი მთავრობის გამო, მაგრამ ამ არასწორმა მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ ერეკლე მეფის იქით დაცვა კი არ არის დღეს მისი პრიორიტეტი, რადგან მას ვერც ვერავინ დააკლებს ვერაფერს და ვერც ვერავინ მოუმატებს, მას დაცვა არ სჭირდება, არამედ ერეკლეს და ჩვენს სხვა წინაპრების შთამომავლები, ანუ, დღევანდელი საქართველო არის დასაცავი და ევროპულ გზაზე დასაყენებელი“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი თემები