,,გერმანული ბიზნესის ნაწილს არ აღელვებს რა ხდება უკრაინაში”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, გერმანული ბიზნესის ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში. მისი თქმით, ისინი ორიენტირებული არიან ბიზნესის კეთებაზე, თუმცა დუდას განცხადებით, ჩვეულ რეჟიმში რუსეთთან საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია.

,,დიდი ბოდიშის მოხდით, შესაძლოა, გერმანიაში ზოგიერთ ადამიანს ეწყინოს, მაგრამ გერმანული ბიზნესის ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება პოლონეთში. ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ ბიზნესის გაგრძელება და ფულის გამომუშავება სურთ. ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ იაფი ბუნებრივი აირის ყიდვა და ნავთობის იმპორტი. შესაძლოა, გერმანიის ეკონომიკას არ სჯერა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია, ისევ იზეიმოს გამარჯვება ბერლინში და მოახდინოს გერმანიის ოკუპაცია. ჩვენ, პოლონეთში ვიცით, რომ ეს შესაძლებელია. ამიტომ, ჩვეულ რეჟიმში რუსეთთან საქმიანობას ვერ გავაგრძელებთ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს და ევროპას, რომ რუსეთთან ბიზნესის წარმოება ჩვეულ რეჟიმში არ შეიძლება“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მსგავსი თემები