,,ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს იყო სამართლიანი”- პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. მისი თქმით,  ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები კრიტიკული, თუმცა სამართლიანი იყო.

,,ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს იყო სამართლიანი. იმედი მაქვს, ამ სამართლიან კრიტიკას გაიზიარებს “ქართული ოცნება” და ამას არ მოჰყვება ჩვენი ევროპელი პარტნიორების ლანძღვა-გინების კამპანია.

კრიტიკასთან ერთად საუბარია იმაზე, რომ მაინც უნდა მისცენ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას და “ქართულ ოცნებას” არ უნდა გადავაყოლოთ საქართველო. თუ ასეთი ადვილია ზემოქმედება ევროპარლამენტარებზე, რატომ არ მოახდინა გავლენა თავის პარტნიორ “სოციალ – დემოკრატების” ოჯახზე, რატომ იყვნენ ისინიც კრიტიკულად განწყობილები?! ძალიან მარტივი მიზეზის გამო – ეს ლობისტების მუშაობის შედეგი კი არ არის, რასაც საუბრობენ, ეს არის რეალობა,”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები