„არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია”- ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურიდირექტორის, ტედროს ადჰანოს განცხადებით, არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია. მისი თქმით, ამჟამად მაიმუნის ყვავილის 1000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება მსოფლიოში.

„არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია, მაგრამ ამ სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამჟამად, მაიმუნის ყვავილის 1000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯანმოს 29 წევრ სახელმწიფოში, სადაც დაავადება ენდემური არ არის“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მსგავსი თემები